პროდუქციის დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნების წესი
მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეძენილი პროდუქტის მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება გამყიდველს ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე წერილობითი შეტყობინების ან/და ტელეფონის ნომერზე ზარის განხორციელების გზით.
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქციის დაბრუნების უფლებით.
კომპანია პროდუქციის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მხარეთა შორის ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს.
კონფიდენციალობის პოლიტიკა
- გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ვებგვერდზე შესვლით და სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
- კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
- კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, თუმცა ონლაინ განხორციელებულ ოპერაციებზე - კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
- კომპანიის ვებგვერდზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ zoma.ge – ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
შეკვეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესი
კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
როგორ მოიქცეთ თუ პროდუქტი არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას?
პირველ რიგში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება zoma.ge-ს წესებსა და პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პირობების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, ადგილზე მოსვლით დაათვალიეროს შოურუმი და შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია.
ამასთან zomaShop.ge მიმიმართავს მომხმარებელს თხოვნით, რომ თუ ვებგვერდთან დაკავშირებით ექნებათ შენიშვნები მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - moderacia@zoma.ge ან და დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +(995)511102898. კომპანის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს სწორი, დეტალური და ამომწურავი პასუხი.